უცხოეთი
სააგენტო „როიტერმა“ სამ წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი კოზაკი უკრაინაში შეჭრამდე არწმუნებდა პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რომ მან უკრაინელებთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლითაც თავიდან იქნებოდა არიდებული უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება. „როიტერის“ ცნობით, კოზაკმა პუტინს განუცხადა, რომ უკრაინული მხარის მიერ დადებული გარიგების წყალობით, უკრაინაში შეჭრისა და ოკუპაციის საჭიროება აღარ იყო.
18:33 / 14.09.2022
 
უკრაინის მიმართ ევროპის სოლიდარობა ურყევი დარჩება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
16:17 / 14.09.2022
 
მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ხალხის, ჩვენი გულების, შვილების და მომავლის გადარჩენისთვის, - ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს დეოკუპირებული იზიუმიდან მიმართა, სადაც მან უკრაინის დროშის აღმართვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო.
16:13 / 14.09.2022
 
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ლუგანსკისა და დონეცკის გათავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობს.
18:09 / 13.09.2022
 
მარგარიტა სიმონიანი უკრაინის არმიის უპრეცედენტო წარმატების შემდეგ, რიტორიკას ცვლის და რევოლუციაზე საუბარს იწყებს: „ძალიან მინდა, ვუპასუხო დასავლეთს და ვუთხრა, ვერ მოესწრებით ჩვენს განადგურებას-მეთქი, მაგრამ რა ვქნა, რომ უკვე მოესწრნენ და თანაც ორჯერ? ბოლოს 100 წლის განმავლობაში ორჯერ მოესწრნენ რუსეთის დაცემას. ისტორია ამბობს, რომ ეს შესაძლებელია ყოველგვარი ბირთვული ომის, დასავლეთის მხრიდან წარმოებული თუ არწარმოებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის გარეშე. ფაქტია, ჩვენ მიგვყავს ჩვენი ქვეყანა დანგრევამდე, ეს არის ჰარაკირი, ხელებისა და ფეხების მოკვეთა საკუთარი ხელით“ – განაცხადა სიმონიანმა სატელევიზიო გადაცემაში.
18:07 / 13.09.2022
 
კონფლიქტის ზონაში ძალის გამოყენებას მიზანშეწონილად არ მივიჩნევთ - აცხადებენ ,,კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში", რომელშიც ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნები, სომხეთი, ბელორუსი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, არიან გაერთიანებული და სადაც დომინანტურ როლს რუსეთი ასრულებს.
17:59 / 13.09.2022
 
კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 21-ე საუკუნის მომავალს განსაზღვრავს, ამისთვის კი მას სულ რაღაც 10 წელი დასჭირდება.
21:43 / 12.09.2022
 
მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის და ქალაქ კოპლინოს 18 ოლქის მუნიციპალურმა კანონმდებლებმა ხელი მოაწერეს პეტიციას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადადგომის მოთხოვნით.
21:40 / 12.09.2022
 
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოფიციალური კიევი „მინსკის შეთანხმების“ არანაირ ვარიანტს არ დათანხმდება.
21:33 / 12.09.2022
 
უკრაინული არმიის კონტრშეტევის ფონზე, რუსი პროპაგანდისტის მარგარიტა სიმონიანის რიტორიკა შეიცვალა. მისი სტატუსები „ტელეგრამზე“ მკვეთრად განსხვავდება წინა პოსტებისგან:
21:24 / 12.09.2022
 
კალენდარი
×