უცხოეთი
თურქეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.
11:48 / 20.03.2020
 
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი ხალხს სთხოვს დისტანცია დაიცვან და ერთმანეთს არ ჩაეხუტონ, რათა ვირუსის გავრცელება კიდევ უფრო არ მოხდეს.
11:33 / 20.03.2020
 
უკრაინაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. Covid 19-მა ივანო-ფრანკოვსკის ოლქში 56 წლის ქალი იმსხვერპლა, ამის შესახებ ინფორმაციას ua.korrespondent.net-ი ავრცელებს.
02:05 / 20.03.2020
 
საფრანგეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 11 000-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის 2 000-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა.
00:56 / 20.03.2020
 
ლომბარდიის რეგიონის ჯანდაცვის მინისტრის, ჯულიო გალერას ცნობით, პატარა ქალაქ კრემაში, რომელსაც კორონავირუსმა განსაკუთრებით შეუტია, უახლოეს დღეებში კუბიდან ჩავა 65 ექიმი და მედდა.
00:51 / 20.03.2020
 
იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3000-ს გადასცდა და ამ მაჩვენებლით, იტალიამ ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა.
00:46 / 20.03.2020
 
ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 164-ს, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 11 000-ს გადააჭარბა. მათ შორის, 70 შემთხვევა ქვეყანაში დაბრუნებულ მოქალაქეებში დასტურდება.
23:57 / 19.03.2020
 
ჩინელი ექსპერტები, რომლებიც იტალიაში ჩავიდნენ, აცხადებენ, რომ ზომები, რომელიც ქვეყანამ მიიღო საკმარისი არ არის. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
23:49 / 19.03.2020
 
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3 405 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. ბოლო 24-საათში იტალიაში გარდაცლვლილია 427 ადამიანი.
22:59 / 19.03.2020
 
მონაკოს პრინცს, ალბერ მეორეს კორონავრუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ მონაკოს სამეფო სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
19:58 / 19.03.2020
 
კალენდარი
×