უცხოეთი

დღევანდელობაში სტრესი ადამიანის მუდმივი თანამგზარია და მას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. ცხოვრების გიჟური რიტმი, მუდმივად მუშაობა ან სწავლა, ნაკლები დრო დასვენებისა და დადებითი ემოციების მიღებისათვის... რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევძლოთ ვიყოთ ბედნიერები ქაოტურ სამყაროში? მეცნიერებს ამ კითხვაზე ერთი პასუხი აქვთ - ვიფიქროთ პოზიტიურად.

იფიქრეთ მხოლოდ კარგზე, იყავით ოპტიმისტები. დადგენილია, რომ  მხიარული ადამიანები  უფრო ბედნიერები არიან, ისინი სტრესს უფრო იოლად უმკლავდებიან და წარმატებასაც იოლად აღწევენ, ამის მიზეზი კი სწორედ პოზიტიური აზროვნებაა.

კონცენტრირდით მხოლოდ დადებითზე, უარი თქვით ტოქსიკურ ურთიერთობებზე და ხშირად გაიღიმეთ. ყველაზე მძიმე მომენტებშიც კი გახსოვდეთ, რომ ყველაფერი დროებითია და ესეც გაივლის. ისწავლეთ ტკბობა პატარა დეტალებით, რადგან ბედნიერება წვრილმანებშია. დააფასეთ ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად უყვარხართ და რომლებიც თქვენზე ზრუნავენ. იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენი რამ გაქვთ და არა იმაზე, რაც გაკლიათ.

ძალიან მალე შეამჩნევთ, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესი გახდა, ან იქნებ ის არც ისე ცუდი იყო?

16:07 / 10.09.2020
 

წარმატება არის ის, რაც ყველას სურს ცხოვრებაში. უკლებლივ ყველას უნდა, იყოს წარმატებული და მნიშვნელოვანი გარშემომყოფებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ წარმატების მისაღწევად დიდი შრომაა საჭირო, ამაში პატარ-პატარა დეტალებიც დაგეხმარებათ, რომლებიც თქვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს...

წინ მიზნისაკენ!

დღის დასაწყისი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს განსაზღვრავს იმას, თუ როგორ წარიმართება მისი დარჩენილი ნაწილი. საწოლიდან პოზიტიური განწყობით წამოდექით, ღრმად ჩაისუნთქეთ, გაუღიმეთ თქვენს თავს სარკეში და იფიქრეთ იმაზე, რას გეგმავთ ამ დღეს.

იზრუნეთ ჯანმრთელობაზე

ნათქვამია, რომ ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, თუმცა ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე არაფერია. შერყეული ჯანმრთელობით წარმატების მიღწევა გაცილებით ძნელია ვიდრე მაშინ, როცა ჯანმრთელი ხართ, ამიტომ იზრუნეთ საკუთარ თავზე. იკვებეთ ჯანსაღად, დაიტვირთეთ ფიზიკურად, სვით წყალი და თავი დაანებეთ თამბაქოს მოხმარებას. შედეგად უფრო ჯანმრთელიც იქნებით და პროდუქტიულიც.

იქონიეთ ყოველდღიური კონტაქტი საყვარელ ადამიანებთან

ადამიანი სოციალური არსებაა. იმისთვის, რათა თავი ბედნიერად იგრძნოს, მას სხვა ადამიანებთან კონტაქტი სჭირდება, თუმცა რასაკვირველია, გარკვეული დოზით. ჩაეხუტეთ თქვენს მეუღლეს ან პარტნიორს, ეთამაშეთ შვილებს ან შეურბინეთ მეგობარს ჭიქა ყავაზე - ეს ბევრად მშვიდს და გაწონასწორებულს, ასევე ბედნიერს გაგხდით.

დააფასეთ ის, რაც გაქვთ

იყავით მადლიერი ცხოვრების მიმართ ყველაფერი იმის გამო, რაც გაქვთ. მთავარი კარიერული წინსვლა ან ფულის შოვნა კი არ არის, არამედ საკუთარი მიღერვების დაფასება.  იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენი რამ გაქვთ და არა იმაზე, რა გაკლიათ.

გამოიძინეთ

გადაღლილ გონებას გენიალური იდეები ძნელად თუ მოუვა.  ყველა პროდუქტიული და წარმატებული დღე წინა ღამის ძილით იწყება, ასე რომ გამოძინება მნიშვნელოვანია. ძილის წინ თბილი შხაპის მიღება რელაქსაციაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ დაძინებამდე საყვარელ მუსიკას მოუსმინოთ...

 

 

15:56 / 10.09.2020
 

ბუნებაში გატარებული 10 წუთიც კი საკმარისია იმისათვის, რომ სტრესი მოგეხსნათ და თავი უფრო ბედნიერად იგრძნოთ. აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალი Frontiers in Psychology უახლეს კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის მთავარი მიზანიც სტრესთან და დეპრესიასთან ბრძოლის საუკეთესო გზების პოვნაა. კვლევა აშშ-ში მდებარე ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორებმა ჩაატარეს.

კვლევის ფარგლებში ისინი 15-30 წლის ასაკის კოლეჯის სტუდენტებს აკვირდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ეზოში ან პარკში გატარებული 10 წუთის შემდეგაც კი წინანდელზე გაცილებით ბედნიერი და პროდუქტიული იყო.

კვლევის თანახმად, განწყობის ასამაღლებლად და სტრესის მოსახსნელად სუფთა ჰაერზე, ბუნებაში გასატარებელი დროის იდეალური ინტერვალი 10-50 წუთია. ამ დროს შეგვიძლია როგორც ჩამოჯდომა, ასევე სეირნობაც.

„საბედნეიროდ ჩვენთან შესაბამისი გარემოა, ყველას აქვს საშუალება სუფთა ჰაერზე ისეირნოს. ვფიქრობ ნებისმიერ სტუდენტს, მიუხედავად იმისა თუ რას სწავლობს, მაინც შეუძლია დრო გამონახოს ბუნებასთან კონტაქტისთვის.“ - განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა.

პროფესორები იმედს გამოთქვამენ, რომ მალე სტუდენტების და პერსონალის სუფთა ჰაერზე 10-15 წუთით სეირნობა არა მხოლოდ მათი, არამედ ყველა უნივერსიტეტის ყოველდღიური რუტინის ნაწილი გახდება.

15:43 / 10.09.2020
 

კომპანია „ტესლას“ დამაარსებელმა ერთ დღე–ღამეში 16,3 მილიარდი დოლარი დაკარგა, რაც სააგენტო Bloomberg–ის ინფორმაციით ნამდვილად რეკორდული მაჩვენებელია.

მილიარდელის ქონების შემცირების მიზეზი „ტესლას“ აქციებზე ფასის ვარდნა გახდა. რამდენიმე დღის წინ ნიუ–იორკის საფონდო ბირჟა დაიხურა და შედეგად ავტომწარმოებლის ფასი 21%–ით შემცირდა.

შედეგად, მასკის ქონება 82 მილიარდი დოლარი გახდა და უმდიდრესი ადამიანების სიაში მან მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა.

აღსანიშნავია, რომ უმდიდრესი ამერიკელების სიაში პირველ ადგილს კვლავინდებურად „ამაზონის“ მფლობელი ჯეფ ბეზოსი იკავებს და მისი ქონება 186 მილიარდი დოლარია. თუმცა, კრიზისი მასაც შეეხო და ბეზოსი 7,9 მილიარდი დოლარით გაღარიბდა.

15:32 / 10.09.2020
 

ალბათ გსმენიათ გამოთქმა - „სიყვარული ერთი ნახვით“, თუმცა, რას იტყვით ფრაზაზე „სიყვარული მეორე ნახვით"? ჰაიდი და ედ სევიტებმა ეს საკუთარ თავზე გამოსცადეს. დაქორწინებამდე მათ ეგონათ, რომ ერთმანეთს უნივერსიტეტში შეხვდნენ, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ისინი ერთმანეთს 6 წლის ასაკიდან იცნობდნენ.

წყვილი კარგა ხანს თვლიდა, რომ ერთმანეთი 2011 წელს, ნიუკასლის უნივერსიტეტში გაიცნეს. გაცნობიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჰაიდიმ ედი თავისი მშობლების სახლში, მათ გასაცნობად დაპატიჟა. ვახშმობისას ახალგაზრდა ქალის დედამ სახალისო ფაქტი გაიხსენა - მისი ქალიშვილის პირველ „შეყვარებულსაც“ ედი ერქვა, რომელიც მან 6 წლის ასაკში, თურქეთის ქალაქ ბოდრუმში არდადეგებზე გაიცნო. მას არც ძველი ფოტოების მოძიება დაეზარა, შედეგად კი წყვილმა გაიგო, რომ ისინი 6 წლის ასაკში უკვე იცნობდნენ ერთმანეთს და მეგობრობდნენ  კიდეც.

აღმოჩნდა, რომ ორი ბრიტანული ოჯახი, რომელიც ერთმანეთს არ იცნობდა, ბოდრუმში ერთდროულად ისვენებდა, ბავშვები კი არდადეგების დროს დამეგობრდნენ, თუმცა ბუნებრივია, შემდეგ კონტაქტი არ შეუნარჩუნებიათ.

ჰაიდის და ედის ისტორიას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ბევრმა ადამიანმა მათი მსგავსი ისტორია გაიხსენა. ისინი ამბობდნენ, რომ ცხოვრების თანამგზავრებს უცნაურ ან სახალისო ვითარებაში გაცილებით ადრე შეხვდნენ, ვიდრე მათ შორის ურთიერთობა დაიწყებოდა. ყველა მათგანი ერთ აზრზე იყო - „ეს ბედისწერაა“...

12:30 / 10.09.2020
 
ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრები, მარია კოლესნიკოვა და მაქსიმ ზნაკი, დააპატიმრეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
19:03 / 09.09.2020
 
9 ვაქცინის შემქმნელთა ჯგუფი „ისტორიულ დაპირებას“ იძლევა, რომ დაიცავენ სამეცნიერო და ეთიკურ სტანდარტებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ძიების პროცესში. ამის შესახებ BBC წერს.აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს, ვაქცინა აშშ-ში ხელმისაწვდომი იყოს ნოემბრის არჩევნებამდე.
23:19 / 08.09.2020
 
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ აღიარა, რომ მისი უფლებამოსილების ვადა ალბათ გადაჭარბებულია, მაგრამ ახლა მხოლოდ მას შეუძლია “დაიცვას ბელარუსები”. მან ეს მოსაზრება გამოთქვა რუსულ ტელეარხებთან ინტერვიუში. ბელარუსის ლიდერის სიტყვებს ციტირებს ტელეარხ “რუსეთი -1” -ის კორესპონდენტი-ევგენი როჟკოვი, რომელიც მონაწილეობდა მასთან ინტერვიუში.
16:26 / 08.09.2020
 
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მზად იქნება “ომის დასაწყებად”, რათა დარჩეს მთავრობის უმაღლეს პოსტზე, განაცხადა ამერიკის ლიდერის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა. მან ეს მოსაზრება NBC- სთან ინტერვიუს დროს გამოთქვა.
11:38 / 08.09.2020
 
რა შეიძლება იყოს კორონავირუსზე უფრო საშინელი, მაშინ, როდესაც მსოფლიო თავდაყირა დააყენა ამ ახალმა ვირუსმა. ამ კითხვაზე რომის პაპს ფრანცისკეს ცოტა უჩვეულო და ერთი შეხედვით დაუჯერებელი პასუხი აქვს. მისი თქმით კორონავირუსზე უფრო დიდი საშინელება ჭორაობაა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
23:08 / 07.09.2020
 
კალენდარი
×