უცხოეთი
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორი რობერტ რედფილდი აცხადებს, რომ პირბადემ შესაძლოა, კოვიდ 19-სგან ვაქცინაზე უკეთ დაგვიცვას.
10:52 / 17.09.2020
 
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მან რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს, ბელარუსის იარაღით მომარაგება სთხოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ბელარუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
18:49 / 16.09.2020
 
მასობრივი მკვლელი ანდერს ბრეივიკი სასამართლოს შეწყალების თხოვნით მიმართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
16:45 / 16.09.2020
 
მილანში სწავლის დაწყებისთანავე 4 მოსწავლე კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას იტალიური გამოცემა ავრცელებს.
12:20 / 16.09.2020
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ პანდემიასთან ბრძოლის საპასუხოდ სკოლების დახურვა უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს.
21:41 / 15.09.2020
 
გერმანული კლინიკა Charite-ს პრესსამსახურის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და პაციენტი უკვე საწოლიდან დგება.
18:25 / 14.09.2020
 
კორონავირუსისგან განკურნებული სილვიო ბერლუსკონი საავადმყოფოდან გაწერეს, - ამის შესახებ Washington Post-ი წერს.
18:12 / 14.09.2020
 
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების გამოთქმა შეუსაბამო საქციელია. შესაბამის ინფორმაციას მედია საშუალებები კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.
17:14 / 14.09.2020
 
კორონავირუსის გამო ვენესუელაში სწავლა 2021 წლამდე არ აღდგება. გადაწყვეტილება ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ მიიღო.
14:54 / 14.09.2020
 
გერმანიის მთავრობის განცხადებით, სამმა დამოუკიდებელმა ლაბორატორიამ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნივთიერებით მოწამვლა დაადასტურა. ნიმუშების შემოწმების პროცესში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია იყო ჩართული.
13:24 / 14.09.2020
 
კალენდარი
×