დემოკრატმა სენატორმა ჯინ ჰაშინმა კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს მთავრობის მშვიდობიანი გზით გადაბარებაზე საუბრისას მაგალითად 2012 წელს საქართველოში ჩატარებული არჩევნები მოიყვანა. სენატორის თქმით, ის თავის კოლეგასთან ერთად არჩევნების დროს საქართველოში დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა.
ვაშინგტონის მერმა, მურიელ ბოუზერმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გაახანგრძლივა. ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის მეორე დღიდან მოიხსნება. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ვაშინგტონის პოლიციის მონაცემებით, აშშ-ის კონგრესში შეჭრისა და არეულობის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთი ქალი კაპიტოლიუმის შენობაში მომხდარმა სროლამ იმსხვერპლა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს ეროვნულ ტელევიზიაში მისვლისა და მისი მხარდამჭერების აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის დაგმობისკენ მოუწოდა.
თეთრი სახლის ცნობით, კაპიტოლიუმის შენობისკენ, რომელშიც დემონსტრანტები შეიჭრნენ, ეროვნული გვარდია და ფედერალური სამართალდამცავების დამატებითი ძალები გაემგზავრა. ამის შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე თეთრი სახლს პრესმდივანი კეილი მაკენანი წერს.