უცხოეთი
იტალიაში გასულ 24 საათში კორონავირუსს 145 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ქვეყანაში კარანტინის გამოცხადების შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 31 908-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ euronews-ი ავრცელებს.
00:26 / 18.05.2020
 
ბრიტანეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს 170 ადამიანი ემსხვერპლა.
23:53 / 17.05.2020
 
ესპანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსს 87 ადამიანი ემსხვერპლა, რაც 16 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 27 650-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
13:15 / 17.05.2020
 
ისრაელში ჩინეთის ელჩი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ისრაელის მედიაზე დაყრდნობით, „ბიბისი“ წერს, რომ ელჩი დუ ვეი თელ ავივის გარეუბანში მდებარე საკუთარ რეზიდენციაში, საწოლში ნახეს გარდაცვლილი.
12:25 / 17.05.2020
 
საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 96 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
23:35 / 16.05.2020
 
ინდოეთში, ორისას შტატში კორონავირუსი დაამარცხა 85 წლის ქალმა, რომელიც 22 კილოგრამს იწონიდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Hindu წერს.
01:03 / 16.05.2020
 
იტალიური მედიის ინფორმაციით, 3 ივნისიდან იტალია ევროკავშირის ქვეყნებს თავის საზღვრებს გაუხსნის.
00:56 / 16.05.2020
 
ორთვიანი კარანტინის შემდეგ 18 მაისიდან იტალიაში მუზეუმები გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
00:37 / 16.05.2020
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოდელირებული ანგარიშის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ აფრიკაში სასწრაფო ზომები არ იქნება მიღებული, „კოვიდ 19“-ით შესაძლოა, 200 მილიონი ადამიანი დაავადდეს, 150 000 კი დაიღუპოს.
19:05 / 15.05.2020
 
იტალიაში, ვენეციის მახლობლად ქიმიურ საწარმოში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მედიის ინფორმაციით, საწარმოში აფეთქება ხანძარმა გამოიწვია, რომლის მიზეზიც ჯერ დადგენილი არ არის. აფეთქების შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საწარმოს სიახლოვეს მცხოვრებლებს მოუწოდა სახლში დარჩენილიყვნენ და ფანჯრები დაეხურათ.
16:21 / 15.05.2020
 
კალენდარი
×