უცხოეთი
გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 684 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
20:15 / 03.04.2020
 
რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში აცხადებენ, რომ „მორწმუნეები მზად უნდა იყვნენ, რომ ბევრ მათგანს პატრიარქის სააღდგომო მსახურების ნახვა ტელევიზიით მოუწევს“. ამის შესახებ განცხადება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა გააკეთა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ თავად სააღდგომო მსახურება არ უქმდება.
18:29 / 03.04.2020
 
კალიფორნიაში, საკრამენტოს ოლქში ვირუსით დაინფიცირების 71 შემთხვევა ერთ ეკლესიას უკავშირდება, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში დღემდე დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლასტერია. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
18:10 / 03.04.2020
 
ესპანეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 932 ადამიანი დაიღუპა და მთლიანობაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ქვეყანაში 10935-ს მიაღწია.
16:36 / 03.04.2020
 
საფრანგეთში „კოვიდ 19“-ით 24 საათის განმავლობაში 1355 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
01:52 / 03.04.2020
 
პიტსბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევართა ცნობით, მათ უკვე შექმნეს ახალი კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინა. მას შემდეგ, რაც ვაქცინა თაგვებს თითის წვერის ზომის დასაწებებელი ნაჭრით შეუყვანეს, მათ ორგანიზმში SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები იმ ოდენობით წარმოიქმნა, რომ სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ვირუსის გასაუვნებელყოფად.
01:35 / 03.04.2020
 
ჩინეთში ექსპერტებმა 27 მარტის კვლევა გამოაქვეყნეს, სადაც დაწვრილებით აღწერეს ახალი შემთხვევა.
23:48 / 02.04.2020
 
საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5 400-მდე გაიზარდა. ამასთან, ქვეყნის მასშატაბით საავადმყოფოებში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 4 503-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში საფრანგეთში ვირუსით 471 ადამიანი დაიღუპა.
23:09 / 02.04.2020
 
ირანის პარლამენტის თავმჯდომარეს, ალი ლარიჯანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
21:30 / 02.04.2020
 
რუმინეთში ექიმები, მედდები და სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები, რომლებიც „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში არიან ჩართული, ხელფასთან ერთად ბონუსსაც მიიღებენ, – „ალჯაზირას“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანესმა გააკეთა.
21:22 / 02.04.2020
 
კალენდარი
×