უცხოეთი
ესპანეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 59 ადამიანი გარდაიცვალა. „როიტერის“ ინფორმაციით, ეს ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. უკვე ზედიზედ მეორე დღეა, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რიცხვი 100-ზე ნაკლებია. გუშინ ეს მაჩვენებელი 87-ს შეადგენდა.
22:51 / 18.05.2020
 
იტალიაში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 451 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 225 886-ს მიაღწია.
21:46 / 18.05.2020
 
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ინფორმაციით, მიუხედავად გლობალური მცდელობისა, შესაძლოა, ვაქცინა საერთოდ ვერ შეიქმნას. ადგილობრივ მედიასთან საუბარში ჯონსონი აცხადებს, რომ მსოფლიომ ვირუსის კონტროლისთვის ახალი გზები უნდა იპოვნოს.
14:16 / 18.05.2020
 
დღეიდან ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის იტალიასა და ესპანეთში, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მნიშვნელოვანი ნაწილი იხსნება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
11:02 / 18.05.2020
 
საბერძნეთში კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული მკაცრი ზომების მოხსნა დაიწყო. მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში უკვე გაიხსნა 500-ზე მეტი პლაჟი. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა „კატიმერინი“ წერს.
02:47 / 18.05.2020
 
საფრანგეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს 483 ადამიანი ემსხვერპლა. ფრანგული მედია წერს, რომ ეს არის „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო სამი კვირის განმავლობაში.
00:48 / 18.05.2020
 
იტალიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა გრძელდება. გეგმის მიხედვით, 18 მაისიდან ქვეყანაში მაღაზიები, სილამაზის სალონები და რესტორნები გაიხსნება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
00:39 / 18.05.2020
 
იტალიაში გასულ 24 საათში კორონავირუსს 145 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ქვეყანაში კარანტინის გამოცხადების შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 31 908-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ euronews-ი ავრცელებს.
00:26 / 18.05.2020
 
ბრიტანეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს 170 ადამიანი ემსხვერპლა.
23:53 / 17.05.2020
 
ესპანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსს 87 ადამიანი ემსხვერპლა, რაც 16 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 27 650-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
13:15 / 17.05.2020
 
კალენდარი
×