უცხოეთი
ოფიციალური ერევანი ეჭვობს, რომ საქართველოში COVID-19-ის სტატისტიკა ზუსტი არ არის. შესაბამისი განცხადება სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა გააკეთა. ტოროსიანი დაინტერესდა საქართველოში სტატისტიკა მოიცავს, თუ არა პნევმონიით გარდაცვლილებს, რომლებსაც ამავე დროს, COVID-19-ის დიაგნოზი ჰქონდათ. მისი თქმით, სომხეთის ანტიეპიდემიოლოგიური სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოსი. საზოგადოებრივი საბჭოს ონლაინ სხდომის დროს, ტოროსიანმა სომხეთსა და საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის სხვაობაზეც ისაუბრა.
13:18 / 23.05.2020
 
პანდემიის დაწყებიდან პირველად ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის სიმპტოპებიანი შემთხვევა არ გამოვლენილა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
10:09 / 23.05.2020
 
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი იმედოვნებს, რომ მსოფლიოს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო არა ერთი, არამედ რამდენიმე ვაქცინა ექნება.
23:20 / 22.05.2020
 
პერუს ერთ-ერთ პროვინციაში, ქალაქის მერი კუბოში ჩაწვა და თავი მკვდრად გაასაღა, რათა პოლიციას კარანტინის დარღვევისთვის არ დაეკავებინა. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Comercio წერს.
01:56 / 22.05.2020
 
რუსეთმა აშშ-ისგან კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების სახით 50 სასუნთქი აპარატი მიიღო. აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარების პირველი პარტია მოსკოვში უკვე ჩაიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
01:24 / 22.05.2020
 
იტალიის ყველა აეროპორტი საერთაშორისო რეისების მიღებას 3 ივნისიდან განაახლებს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
23:20 / 21.05.2020
 
ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 48 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ბოლოს გარდაცვლილთა რიცხვი 50-ზე ნაკლები 16 მარტს იყო.
23:03 / 21.05.2020
 
გაერთიანებულ სამეფოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 363 ადამიანი გარდაიცვალა.
23:55 / 20.05.2020
 
კორონავირუსის შედეგად წარმოშობილი კრიზის გამო, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი, დამსაქმებლებს მოუწოდებს ოთხ დღიან სამუშაო გრაფიკზე გადავიდნენ. პრემიერის თქმით, უფრო ხანგრძლივი დასვენების დღეები, ქვეყნის მოსახლეობას მეტი მოგზაურობის საშუალებას მისცემს, რაც შიდა ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყნის საზღვრები ჩაკეტილია.
18:13 / 20.05.2020
 
უკრაინის მთავრობამ ქვეყანაში კორონავირუსის გამო მოქმედი კარანტინის 22 ივნისამდე გახანგრძლივება გადაწყვიტა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
17:17 / 20.05.2020
 
კალენდარი
×