უცხოეთი
კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანები გართობის ახალ ხერხებს მიმართავენ.
03:25 / 20.05.2020
 
ისრაელში გამოიგონეს პირბადე, რომელიც ადამიანებს საკვების მიღების საშუალებას აძლევს ისე, რომ მისი მოხსნა საჭირო არ არის. ამის შესახებ BBC წერს.
03:23 / 20.05.2020
 
ბოლო მონაცემებით, სომხეთში ახალი კორონავირუსი 5 041 ადამიანს დაუდგინდა. მათგან 2 164 გამოჯანმრთელდა, 64 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.
03:17 / 20.05.2020
 
საფრანგეთის მთავრობამ ადგილობრივ მწარმოებლებს 1 მ ილიარდი პირბადე შეუკვეთა. ქვეყნის ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრების განცხადებით, პირბადეების მიწოდება მიმდინარე წლის ბოლომდე განხორციელდება.
23:22 / 19.05.2020
 
ივნისიდან ნიდერლანდების მთავრობა ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ეტაპზე გადავა. ქვეყანაში სკოლები, კაფეები და მუზეუმები გაიხსნება, - აცხადებს ნიდერლანდების პრემიერმინისტრი, მარკ რუტე. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
23:15 / 19.05.2020
 
იტალიაში გასულ დღესთან შედარებით „კოვიდ 19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა მოიმატა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 162 ადამიანი დაიღუპა. გუშინ იტალიაში ვირუსით 99 ადამიანი დაიღუპა.
21:43 / 19.05.2020
 
სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 041-ს მიაღწია. ამასთან, ქვეყანაში, უკანასკნელი 24 საათის მანძილზე კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა და საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 64 შეადგინა.
13:09 / 19.05.2020
 
ამერიკის ხმა კონგრესმენ ადამ კინზინგერის ოფისიდან მიღებულ ცნობას ავრცელებს.
03:41 / 19.05.2020
 
“დეტროიტში მღვდელმა, დისტანციის დაცვის მიზნით, ნაკურთხი წყალი სათამაშო პისტოლეტით მიაპკურა” – ინფორმაციას ამის შესახებ theguardian-ი ავრცელებს. შემთხვევა, აღდგომის დროს მოხდა, თუმცა, ფოტოები დღეს გავრცელდა სოციალურ ქსელში.
03:16 / 19.05.2020
 
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის „ჰიდროქსიქლოროქინს“ კორონავირუსის პრევენციის მიზნით სვამს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტების საპასუხოდ გააკეთა.
02:19 / 19.05.2020
 
კალენდარი
×