უცხოეთი
ბავშვებს კორონავირუსით გამოწვეული სერიოზული სიმპტომების განვითარების დაბალი რისკი აქვთ,- ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

14:34 / 12.09.2021
 
„რუსეთი შესაძლოა ესტონეთს თავს დაესხას“ - ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურმა მარტინ ჰერემმა განაცხადა.
10:28 / 12.09.2021
 
იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ იაპონიაში კორონავირუსის „ეტა“ ვარიანტის 18 შემთხვევა დადასტურდა.
„ეტა“ ვარიანტი პირველად გამოვლინდა ბრიტანეთში გასული წლის დეკემბერში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს ვარიანტი სხვა მუტირებულ ვარიანტებს მარტში დაამატა.
21:31 / 11.09.2021
 
2001 წლის 11 სექტემბერი - ამ დღეს ითქვა, რომ მსოფლიო აღარასდროს იქნებოდა ისეთი, როგორიც იყო მანამდე.

მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური და სისხლიანი ტერაქტის შემდეგ, დღეს ზუსტად 20 წელი გავიდა. ამერიკა და მსოფლიო იხსენებს მოვლენებს, რომელიც "ალ ქაიდას" 16 მებრძოლის მიერ 4 კომერციული თვითმფრინავის გატაცებით დაიწყო და ცათამბჯენებზე შეჯახებით გაგრძელდა. ტერაქტმა 2977 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
21:15 / 11.09.2021
 
კვიპროსის უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდური გადაწყვეტილების თანახმად, კვიპროსის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრევლს მოუწოდა შეასრულონ სახელმწიფოს მოთხოვნა და ჩაიტარონ კოვიდასწინააღმდეგო ვაქცინაცია.
19:32 / 11.09.2021
 
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ავღანეთის ჟურნალისტთა ცენტრი“ ორი ავღანელი ჟურნალისტის ცემას აპროტესტებს. გაზეთ Ettela'at-ს ორ კორესპონდენტს მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
15:56 / 10.09.2021
 
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის შესაძლებლობა არსებობს. აღნიშნული განცხადება მან იალტის ევროპული სტრატეგიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ინფორმაციას „GORDON“-ი ავრცელებს.
13:05 / 10.09.2021
 
ავღანეთის მასშტაბით სტუდენტებმა პირველად დაიწყეს უნივერსიტეტში დაბრუნება მას შემდეგ, რაც თალიბები მოვიდნენ ხელისუფლებაში. ხშირ შემთხვევაში ქალები თავიანთი თანატოლი ბიჭებისაგან “გამოყოფილნი” არიან ფარდებითა და დაფებით, ან საერთოდ განცალკევებულ კლასებში სხედან. იუწყება Reuters.
12:04 / 10.09.2021
 
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონადლ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ის კრივის რინგზე ძალზე მარტივად, „რამდენიმე წამში“ დაამარცხებს. ამის შესახებ newsweek.com იუწყება.
11:57 / 10.09.2021
 
ამერიკის შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის პირველ ჯერზე 500, ხოლო მეორე ჯერზე 3000 დოლარის ჯარიმა დაწესდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
10:35 / 10.09.2021
 
კალენდარი
×