უცხოეთი
კორონავირუსის ინფექციის შედეგად პანამაში 13 წლის გოგონა გარდაიცვალა.
01:39 / 25.03.2020
 
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ღვთისმსახურების დროს ტაძრებში ყოფნის უფლება მხოლოდ სასულიერო პირებსა და მგალობლებს ეძლევათ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. შესაბამისი გადაწყვეტილება, დისტანციურად ჩატარებულ სინოდის სხდომაზე მიიღეს.
01:30 / 25.03.2020
 
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საფრანგეთში კორონავირუსით 240 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
01:11 / 25.03.2020
 
თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა, შედეგად ინფექციის მსხვერპლთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა.
00:53 / 25.03.2020
 
ნიუ იორკის გუბერნატორის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველ მესამე დღეს ორმაგდება.
00:34 / 25.03.2020
 
ბელგიის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა, კორონავირუსის საფრთხის გათვალისიწნებით, დახურულ სივრცეში, 3 და მეტ პირს შორის სექსუალური ურთიერთობები აკრძალა.
22:56 / 24.03.2020
 
იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 743 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. ამრიგად, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 6 820-ს მიაღწია.
22:16 / 24.03.2020
 
ევროპის შემდეგ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატები გახდეს.
18:22 / 24.03.2020
 
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინძო აბემ დაადასტურა ინფორმაცია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან თომას ბახთან სატელეფონო საუბრის შესახებ. მათ განიხილეს კორონავირუსის გამო, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გადადების შესაძლებლობა.
18:07 / 24.03.2020
 
იტალიაში შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 10-ჯერ აღემატებოდეს ოფიციალურად რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობას. ამის შესახებ გამოცემა „ლა რეპუბლიკასთან“ ინტერვიუში იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ განაცხადა.
17:47 / 24.03.2020
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
×