ხანდაზმულთა სიკვდილიანობის ბოლოდროინდელ შემთხვევებსა და Covid-19-ის ვაქცინებს შორის კავშირის მტკიცებულება არ დგინდება. ამის შესახებ ნორვეგიის მედიცინის სააგენტოს წარმომადგენლები იუწყებიან.
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიარა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
არ შეგეშინდეთ, გამოდით ქუჩაში, გამოდით არა ჩემ გამო, არამედ თქვენივე თავისა და მომავლისთვის, – ამის შესახებ ნათქვამია რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მიმართვაში.
ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაკავებას „მიუღებელ“ ფაქტს უწოდებს და რუსეთის ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
OMON–ის ოფიცრები ცდილობენ მოსკოვში ვნუკოვოს აეროპორტში ხალხი დაშალონ, რომლებიც ვნუკოვოს აეროპორტის შესასვლელში ალექსეი ნავალნის ელოდებიან. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.