რუსი სამხედროები მკაფიოდ ასრულებენ ყველა ამოცანას და ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას. რუსეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა ფლორიდაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს, მათ შორის რამდენიმე მარკირებულია როგორც "საიდუმლო".
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს მოუწოდა, შეწყვიტონ რუსებისთვის ვიზების გაცემა. ამის შესახებ უკრაინის დიპლომატიის ხელმძღვანელმა Twitter-ზე განაცხადა.
არავინ დგას კანონზე მაღლა, მათ შორის, არც ქვეყნის ექსპრეზიდენტი, – ასე გამოეხმაურა წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ფაქტს.
ყირიმის აეროდრომზე მომხდარ აფეთქებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა. უწყებაში ამტკიცებენ, რომ აეროდრომზე თავდასხმა არავის არ განუხორციელებია, არამედ მოხდა საბრძოლო მასალის დეტონაცია.