
მაისურები შეზღუდული რაოდენობით გაიყიდა, ამასთან საინტერესო ფაქტია ის, რომ გადაშენების პირას მყოფი ცხოველების რაოდენობით მოხდა მაისურების დაბეჭდვა. მაგალითად, ცნობილია, რომ მსოფლიოში მხოლოდ 350 სუმატრის ვეფხვია შემორჩენილი, მაისურებიც ვეფხვის ლოგოთი სწორედ 350 შეიკერა.
სულ საუბარია 10 ცხოველზე: ბირმული კუ, ჩრდილოეთ სპორტული ლემური, იავური მარტორქა, აღმოსავლური თეთრლოყა გიბონი, კაკაპო, საოლა, ანეგადას სახმელეთო იგუანა, სუმატრის ვეფხვი და სხვა.
კოლექციაში, რომელშიც სულ 1775 მაისური შედიოდა, სრულად გაიყიდა, თითო მაისურის ფასი 185 დოლარი იყო. შემოსავალი Lacoste-მ ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირს გადაურიცხა.