
შემთხვევა კვლავ რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
როგორც ჩვენი კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ლადო ბედუკაძეს უცნობმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სანთებელა ესროლა, რომელიც ჟურნალისტს მოხვდა.
ლადო ბედუკაძე არ გამორიცხავს თავდასხმათა სერიის გაგრძელებას და აღნიშნულთან დაკავშირებით, ის პასუხისმგებლობას "ნაციონალურ მოძრობას" აკისრებს.
ბედუკაძემ შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.