პირველ ტურში პირველი ადგილი ეს არის გამარჯვება, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ საარჩევნო შტაბში, ბრიფინგზე განაცხადა.
საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ, დაახლოებით 30-მდე სასულიერო პირი "თავისუფლების მოედანზე", თბილისის საკრებულოსთან პარაკლისს გადაიხდის. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოასვენეს. მას თბილისში, ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდება ექსპერტიზა და შემდეგ სახლში გადაასვენებენ.