ზედიზედ მეშვიდედ - ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონია - ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ქართველმა სპორტსმენმა ატაცში 220 კილოგრამი დაძლია, აკვრაში კი 253 კილოგრამი. ორჭიდის ჯამში ლაშა ტალახაძემ 473 კილოგრამი მ
დააფიქსირა.
აღსანიშნავია რომ ლაშა ტალახაძე ზედიზედ მეშვიდედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.