ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე" საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლა.
შეხვედრა, რომელსაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩისწინა კონფერენციაზე „ფინალის ტოლფასი" უწოდა, ესპანელ ფეხბურთელთა აშკარაზე აშკარა უპირატესობით წარიმართა და საქართველოს ნაკრების სამარცხვინო მარცხით დასრულდა.
საქართველო - ესპანეთი 1:7(0:4)
გოლები: 22' ავლვარო მორატა 0:1, 28' სოლომონ კვირკველია, საკუთარ კარში 0:2, 40' დენი ოლმო 0:3, 65' ალვარო მორატა 0:4, 49' გიორგი ჩაკვეტაძე 1:4, 66' ალვარო მორატა 1:5, 68' ნიკო უილიამსი 1:6, 74' ლამინე იამალი 1:7
ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრებმა შვიდი გოლი გაუშვა, დღემდე საქართველოს ნაკრებს ყველაზე დიდი ანგარიში დანიაში, 2006 წელს ჰქონდა წაგებული. მაშინ დანიამ საქართველო 6:1 დაამარცხა.