ბუქარესტში მიმდინარე 23-წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დიეგო ჩხიკვაძემ (67კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ფინალში თურქი ფალავანი მუსტაფა ილდირიმი 2:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირზე გიორგი შოთაძე (63 კგ) და გიორგი ცოფურაშვილი (130 კგ) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ. შოთაძემ ფინელ ტინო ტაპიოსთან 4:5 წააგო, ხოლო ცოფურაშვილი უკრაინელ მიხაილო ვიშნივეცკისთან 1:4 დამარცხდა.