ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ სრიალში საქართველოს სახელით ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ავრცელებს.
„ფინეთის ქალაქ ესპოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 27 ქვეყნის 30 მოციგურავე ქალი თავიანთი მოკლე პროგრამით წარსდგა მაყურებლებისა და მსაჯების წინაშე. დღევანდელი დღე კიდევ ერთი გამორჩეული მოვლენა აღმოჩნდა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში. პირველად, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მოკლე პროგრამაში საუკეთესო აღმოჩნდა და 69, 81 ქულით პირველ პოზიციაზეა ქართველი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა. ტექნიკურად უშეცდომოდ შესრულებული მოკლე პროგრამა უკონკურენტო აღმოჩნდა ასპარეზობის პირველ სეგმენტში. ვულოცავთ ანასტასია გუბანოვას ამ დამსახურებულ წარმატებას, ჩვენი ქვეყნისათვის მოპოვებულ მცირე ოქროს მედალს , რომელიც დიდი სტიმული იქნება ქართველი სპორტსმენისათვის თავისუფალი პროგრამის წინ , რომელიც შაბათს, 28