"ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ "ტრანსფერმარკეტზე" ნოემბრის თვეში ყველაზე მეტჯერ მოძებნადი ფეხბურთელი გახდა.
საინტერესოა, რომ ტრავმის გამო ამ თვეში ჩვენებურს თითქმის არ უთამაშია, მაგრამ გულშემატკივრებს ყველაზე მეტად მაინც ხვიჩა აინტერესებდათ.
შეგახსენებთ, რომ "ტრანსფერმარკეტზე" კვარაცხელიას ფასი 60 მილიონი ევრო გახლავთ.
sportall.ge