ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულში "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ Il Roma-ს ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში განაცხადა.
სკოტოს თქმით, ხვიჩა ზაფხულში "პარტენოპეისთან" კონტრაქტს კიდევ 1 წლით გაახანგრძლივებს.
"კრისტიანო ჯუნტოლი ("ნაპოლის" სპორტული დირექტორი) მოთამაშეებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უკვე მუშაობს. 1 ივლისის შემდეგ კვარაცხელია კონტრაქტს კიდევ 1 წლით განაახლებს. ქართველის ხელფასი მინიმუმ 2-ჯერ უნდა გაიზარდოს. ახალ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება ბონუსებიც.
რაც შეეხება "ნაპოლის" მეორე საუკეთესო ფეხბურთელს, კიმ მინ-ჯაეს, "პარტენოპეის" ხელმძღვანელობა ყველანაირად ეცდება, რომ სამხრეთ კორეელის გამოსასყიდი თანხა გაზარდონ. მაგრამ ამის გაკეთება რთული იქნება" -განაცხადა სკოტომ.
შეგასხენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს. სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 4 იანვარს "ინტერის" წინააღმდეგ გამართავს.
sportall.ge