ცურვის მსოფლიო ფედერაციამ (FINA) ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რუსი ევგენი რილოვი 9-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. რუსი სპორტსმენი ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მხარდაჭერას უცხადებს იმ აგრესიის შემდეგაც კი, რაც მან უკრაინაში განახორციელა.
როგორც BBC იუწყება სასჯელის მიზეზი სწორედ მისი ის ქმედება გახდა, როდესაც ის სხვა სპორტსმენებთან ერთად დაესწრო ყირიმის ანექსიის 2 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას “ლუჟნიკების” სტადიონზე და მათ სიმბოლო Z-იც ჰქონდათ მიმაგრებული სამკერდე ნიშნად.
რუსი სპორტსმენის დისკვალიფიკაცი ძალაში დაუყოვნებლივ შევიდა და ყველა საერთაშორისო შეჯიბრზე გავრცელდება.
წელს ცურვის მსოფლიოს ჩემპიონატი ბუდაპეშტში, 18 ივნისიდან 3 ივლისამდე გაიმართება – რუსული და ბელარუსული გუნდები მოკვეთილები არიან. ეს აკრძალვა წლის ბოლომდე გრძელდება, აქედან გამომდინარე ამ ვადის გასვლის შემდეგ რილოვის დისკვალიფიკაცია მხოლოდ 20 დღე გაგრძელდება. მისთვის დადებული ბანი ძალაში 20 აპრილს შევიდა და 20 იავნვრამდე გაგრძელდება.
ipress.ge