
2016 წლის ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში რუსეთის ნაკრების დამარცხებით, საქართველომ კონტინენტის საუკეთესო გუნდის ტიტული ისტორიაში მერვედ მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებმა სძლია უნგრეთის (5:0), საბერძნეთის (4:1), პოლონეთის (4:1) და მასპინძელი რუსეთის (3:2) გუნდებს და ევროპაში უძლიერესის სახელი დაიბრუნა.
ჩემპიონატი რუსეთში, ყაზანში ჩატარდა.