სპორტი
„ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო და გუნდის ბოლო ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაპოლის“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
09:56 / 20.05.2023
 
საქართველოს ძიუდოისტთა შერეულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა ძიუდოისტებმა გერმანიის გუნდი დაამარცხეს.
20:22 / 14.05.2023
 
„ბრავო რექორდსის“ დამფუძნებელი ზაზა შენგელია „სტადიო მარადონაზე“ გამართულ დიდ ზეიმს ეხმაურება და წერს, რომ ქართველ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც საქართველოს დროშით გამოჩნდა „სტადიო მარადონაზე“, ყველაზე დიდი ოვაციებით შეხვდნენ.
18:28 / 08.05.2023
 
ფრანგულმა გამოცემამ lasemaine ლიგა 1-ში გადასვლისთვის მებრძოლი „ბორდოს“ და „მეცის“ მოთამაშეთა ჯამური ღირებულება შეაფასა და გაირკვა, რომ 6 მილიონ ევროდ შეფასებული გიორგი მიქაუტაძე ამ გუნდებში ყველაზე ღირებული მოთამაშეა.
00:25 / 06.05.2023
 
„ნაპოლი“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონი გახდა. ამ წარმატებაში დიდია გუნდის ახალწვეულის ქართველი ხვიჩა კვარაცხელიას წვლილი, რომელმაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და სამუდამოდ ჩაიწერება ამ კლუბის ისტორიაში.
22:22 / 05.05.2023
 
სერია A-ს 33-ე ტურში "ნაპოლი" "უდინეზეს" ესტუმრა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და"პარტენოპეი" სკუდეტოს გამარჯვებული ისტორიაში მესამედ გახდა.
10:06 / 05.05.2023
 
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩი უნგრეთი დაამარცხა (31-30) და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
22:31 / 30.04.2023
 
იტალიის სერია A-ს 32-ე ტურის მატჩის, „ნაპოლი“ - „სალერნიტანას“ თარიღმა 24 საათით გადაიწია და ის კვირას, 30 აპრილს, 17:00 საათზე გაიმართება.
23:04 / 27.04.2023
 
მოვახერხე და მეშვიდედ შევინარჩუნე ევროპის ჩემპიონის ტიტული. გარკვეული ტრავმებიდან გამომდინარე ახალი გამოცდა იყო ეს ყველაფერ ჩემთვის, მაგრამ ფსიქოლოგიურადაც გადავლახე, - ამის შესახებ შვიდგზის ევროპის ჩემპიონის ჩემპიონმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა.
22:21 / 23.04.2023
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
×