რუსეთის საგამოძიებო სამსახური მაქსიმ გალკინის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს. საქმე ეხება არტისტის მიერ ისრაელში გაკეთებულ განცხადებას, სადაც, როგორც რუსულ საგამოძიებო უწყებაში ამტკიცებენ, იუმორისტმა რუსულ ჯარს შეურაცხყოფა მიაყენა.
ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე მომღერალმა დიანა ღურწკაიამ, რუსეთის ქალაქ ტამბოვში, ქალაქის 386 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტში მიიღო მონაწილეობა. სიმღერები ღურწკაიამ „ლენინის სახელობის სტადიონზე“ შეასრულა.
კრემლის პროპაგანდისტი ტიგრან კეოსიანი გადაცემაში „მანუჩის ემპათია“ პირადზე საუბრობს. ის ამბობს, რომ ყოფილ ცოლთან, მსახიობ ალიონა ხმელნიცკაიასთან თბილი ურთიერთობა აქვს.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზია 2022-ზე ეროვნული ჟიურის ქულებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
„ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ საკითხთან დაკავშირებით ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
რუსული მედია გუშინ გამართული მრავალრიცხოვანი კონცერტებიდან ვიდეოებს ავრცელებს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული კონცერტი 9 მაისს, რუსული ესტრადის ყველა ვარსკვლავის მონაწილეობით, კრასნოგორსკში გაიმართა.