9 იანვარს ქეით მიდლტონს 40 წელი შეუსრულდა. იუბილეს აღსანიშნავად ფოტოსესია მოეწყო, რომელშიც ქეითმა „ალექსანდრე მაკქუინის“ კაბები და პრინცესა დაიანასა და დედოფალი ელიზაბეთის საყურეები მოირგო.
ქეითმა სულ სამი „ლუქი“ მოირგო მათ შორის ერთ-ერთი წითელი კაბაა, მას ჰერცოგინიამ დედოფალი ელიზაბეთის საყურეები შეუხამა. დანარჩენ ორ ფოტოში ქეითს პრინცესა დაიანას საყურეები უკეთია.