რუსი მომღერალი ფილიპ კირკოროვი იძულებული გახდა კიშინიოვის აეროპორტის VIP ლაუნჯში დარჩენილიყო. ამის შესახებ 29 ივლისს მოლდოვური გამოცემა Realitatea ავრცელებს ინფორმაციას.
2009-დან ვმღერით – We Don’t wanna Put in, რაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს, მერე “პუტინ ხუილო” ჩავამატეთ. მე ვარ მუსიკოსი და ეს ჩემი გამოხატვის ფორმაა… ჩადი პირში უთხარიო, ჩავდიოდი, მაგრამ ევროვიზიას შეეშინდა და დამბლოკა, – ამის შესახებ მომღერალი და მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
ცნობილი რუსული ჯგუფის „დედეტეს“ სოლისტი, იური შევჩუკი ამჯერად კატერინა გორდეევას გადაცემის სტუმარი იყო და ვრცლად ისაუბრა საკუთარ პოზიციაზე. შევჩუკი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ღიად გამოდის ომის წინააღმდეგ და გმობს რუსულ აგრესიას, ამის გამო მისი არაერთი კონცერტი გაუქმდა და მის წინააღმდეგ რუსულმა „ეფესბემ“ საქმეც კი აღძრა.
რუსეთის საგამოძიებო სამსახური მაქსიმ გალკინის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს. საქმე ეხება არტისტის მიერ ისრაელში გაკეთებულ განცხადებას, სადაც, როგორც რუსულ საგამოძიებო უწყებაში ამტკიცებენ, იუმორისტმა რუსულ ჯარს შეურაცხყოფა მიაყენა.
ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე მომღერალმა დიანა ღურწკაიამ, რუსეთის ქალაქ ტამბოვში, ქალაქის 386 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტში მიიღო მონაწილეობა. სიმღერები ღურწკაიამ „ლენინის სახელობის სტადიონზე“ შეასრულა.
კრემლის პროპაგანდისტი ტიგრან კეოსიანი გადაცემაში „მანუჩის ემპათია“ პირადზე საუბრობს. ის ამბობს, რომ ყოფილ ცოლთან, მსახიობ ალიონა ხმელნიცკაიასთან თბილი ურთიერთობა აქვს.