კანადელ მუსიკოსსა და შემსრულებელს, ბრაიან ადამსს, ერთი თვის განმავლობაში, კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამის შესახებ მუსიკოსმა Instagram-ის საკუთარ გვერდზე დაწერა და აღნიშნა, რომ ვირუსი იტალიაში, მილანის აეროპორტში აღმოაჩნდა.
„ახლა ჩამოვედი მილანში და ერთ თვეში, მეორედ აღმოვჩნდი კოვიდდადებითი“, – დაწერა მან.