„ვისაც ჩემი პოსტები არ მოგწონთ, უმარტივესია – შემოდით ჩემს გვერდზე მარჯვნივ სამი წერტილია და ბლოკიც მანდვეა“,- ამის შესახებ მუსიკოსი მაია კაჭკაჭიშვილი წერს.
„სიკვდილსაც ხომ გააჩნია. ასეთი საცოდავი და უპატივცემულო სიკვდილი არ არსებობს – “შავი პარკი”
ჩემს ოჯახს ხვდა წილად და ყოველ ღამე მტანჯავს ამაზე ფიქრი – ჩემი გამზრდელი ბებია, სამყაროს რომ მერჩივნა, ჩამიგდეს ამ საშინელებაში. როცა გამზადებული ჰქონდა ლამაზი კაბა, ფეხსაცმელები, – როცა მოვკვდები, ბებო, ესენი ჩამაცვითო, დაგვიბარა. კიი, მაგრად შევუსრულეთ სურვილი.
ამაზე დიდ ჯოჯოხეთში სადღა უნდა მოვხვდე? ფრაზები, რომ – გრიპით მეტი კვდება, გულით, ინულტით, სინდისი იქონიეთ და შავ პარკს არ შეადაროთ!
ყოველდღე 80 ოჯახს ატანენ ამ დასაწვავ შავ პარკს და ვინც კიდევ მეტყვის, რომ – საკუთარი იმუნიტეტის იმედზე ვარ, – არ ვიცავ რეგულაციებს და არ ვიცრები და – სულაც არ არსებობს კოვიდი…
მე სიტყვებიც აღარ მრჩება, რაიმე გითხრათ …. დღეს კიდევ 81.
როდემდე?”- წერს მაია.