„ახალ ტალღაზე” საქართველო ბოლო ადგილზე გავიდა. წლევანდელ “ახალ ტალღაზე” საქართველო მოსკოვში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა, ნათია რიგვავამ წარადგინა.
ნათიამ მსოფლიო ჰიტების ტურში სიმღერა Hush Hush შეასრულა, შემდეგ საფეხურზე “იაგუნდი”, ხოლო დასკვნით ტურზე ახალი სიმღერა საკუთარი რეპერტუარიდან.ნათიამ, სამწუხაროდ, 9 მონაწილე ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი ქულები მიიღო.
შეგახსენებთ, მასრუსულმა მუსიკალურმა კონკურსმა იურმალადან სოჭში გადაინაცვლა, საქართველოს ოფიციალური წარგზავნილები აღარ ჰყოლია და კონკურსში მონაწილეობას რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლები იღებენ.