„ოქროს გლობუსის“ 78-ე დაჯილდოება დასრულდა, ცერემონია პანდემიის გამო ნახევრად დისტანციურ ფორმატში ჩატარდა. ზოგიერთი ნომინანტი სახლებში ელოდა გამარჯვებულების დასახელებას. უჩვეულო ფორმატის მიუხედავად, ვარსკვლავებმა მაინც მოახერხეს და საზოგადოების წინაშე სხვადასხვა „ლუქით“ წარდგნენ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელ ცერემონიალზე ვარსკვლავები საოცრად გემოვნებიანი, დახვეწილი და აკადემიური სტილით გამოჩნდნენ.
საოცრად შთამბეჭდავად გამოიყურებოდა 51 წლის მსახიობი, რენე ზელვეგერი. მას „არმანის“ გრძელი, შავი, კლასიკური კაბა ამშვენებდა. უბრეტელო კაბას რენემ მაღალქუსლიანი, ამავე ფერის ფეხსაცმელი შეუხამა.