„ოსკაროსანი“ მსახიობი რეჯინა ქინჯი ახალი როლისთვის ემზადება. ცნობილი ხდება, რომ ის ახალ ფილმში პირველ ამერიკელ შავკანიან კონგრესმენ ქალს, შირლი ჩისჰოლმს განასახიერებს. ფილმის სცენარზე თავად რეჯინა ქინგი მუშაობს, კინოსურათს კი ჯონ რიდლი გადაიღებს.
ფილმი ცნობილი პოლიტიკოსის ცხოვრების შესახებ მოგვიყვება. მაყურებელი გაიგებს, რა გზა გაიარა შირლი ჩისჰოლმმა კონგრესმენობამდე. ფილმში მოქმედება 70-იან წლებში, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ვითარდება. ქინგი ამბობს, რომ ჩისჰოლმმა უამრავ ადამინზე მოახდინა გავლენა, ამიტომ მისთვის პირველი შავკანიანი კონგრესმენი ქალის როლის შესრულება, დიდი პატივია.
ფილმის გადაღებები წლის ბოლოს იწყება. არაა გამორიცხული, რომ ახალმა ბიოგრაფიულმა ფილმმა რეჯინა ქინგს მორიგი „ოსკარი“ მოუტანოს.