"ევროვიზიაზე" ზოგიერთ ქვეყანას რუსეთის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს და სწორედ ამან არ მომცა საშუალება პირველი ადგილი დამეკავებინა, - მიაჩნია რუსეთის წარმომადგენელს სერგეი ლაზარევს, რომელმაც კონკურსზე მესამე ადგილი დაიკავა.
ლაზარევი აღიარებს, რომ კონკურსზე სერიოზული კონკურენცია იყო, თუმცა, უკვირს რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ჟიურის მიერ დაწერილი 0 ქულა და ამ ფაქტს პოლიტიკას უკავშირებს.
"მე არ ვიცი, რა უნდა გაკეთდეს ამისთვის... მე ვხედავ გარკვეულ წინასწარგანზრახულ უარყოფით დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ, შესაძლოა, მისი პოლიტიკის მიმართ," - აცხადებს ლაზარევი.
შეგახსენებთ, რომ ევროვიზიაზე პირველი ადგილი ნიდერლანდების წარმომადგენელმა დუნკან ლოურენსმა გაიმარჯვა.