ნანი ბრეგვაძე 28 მარტს, მოსკოვში კონცერტს აღარ გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმტაიმი,"
Crocus City Hall-ის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
Crocus City Hall-ის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ "კონცერტის ჩაშლის მიზეზი მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა".
როგორც ცნობილია ნანი ბრეგვაძემ შესაბამის კონტრაქტს ხელი რამდენიმე თვის წინ მოაწერა, კონტრაქტის დარღვევის გამო კი იყო ვარაუდი, რომ შესაძლოა, მას ფულადი ჯარიმა დაკისრებოდა, თუმცა გაირკვა, რომ Crocus City Hall-ში დაგეგმილ კონცერტებზე მოქმედებს სადაზღვეო სისტემა, რომელიც შემსრულებლის ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, სავარაუდო ზარალს ფარავს.