გასულ წელს მსოფლიო შოკში ჩავარდა, როდესაც ვარსკვლავური წყვილი "ბრანჯელინა" ერთმანეთს
დაშორდა. მათ 12 წლიანი ურთიერთობა დაასრულეს და განქორწინება გადაწყვიტეს. ბოლო დროს მათი მეგობრები წყვილის შერიგებაზე ალაპარაკდნენ.
ოჯახის ბიოგრაფმა, იან ჰალპერინმა ისაუბრა, თუ როგორ მოხდა წყვილის შერიგება. მსახიობები ერთმანეთს საერთო მეგობრის სახლში შეხვდნენ. მათ ცრემლები ვერ შეიკავეს და ერთმანეთს მაგრად ჩაეხუტნენ. "პირველი ნაბიჯი ბრედმა გადადგა, შემდეგ ისინი ერთმანეთს ჩაეხუტნენ და ბევრიც იტირეს. სწორედ მაშინ მათ გადაწყვიტეს ურთიერთობის თავიდან დაწყება, რაც მათთვის სრულიად განსხვავებული ეტაპი იქნება"- ამბობს ჰალპერინი.
ცოტა ხნით ადრე ანჯელინამ გულახდილ ინტერვიუში თქვა რომ მარტო ყოფნისთვის არ არის გაჩენილი: "ვერ ვიტან მარტო ყოფნას. ეს ის არ არის რაც მე მინდა, ამაში კარგი არაფერია. მარტოობა ძალიან რთულია"- თქვა ენჯიმ.
ოჯახური მდგომარეობის მოსაწესრიგებლად, წყვილი ფსიქოთერაპიის კურსს გაივლის.
შეგახსენებთ, რომ მათ 6 შვილი ჰყავთ. დაშორების მიზეზი კი ანჯელინა ჯოლის ბრალდება იყო. ის პიტს შვილის, მედოკსის მიმართ ცუდ მოპყრობაში ადანაშაულებდა.