პუერტორიკოელი მუსიკოსის ლუის ფონსის სიმღერა Despacito-ს კლიპმა, YouTube-ის რეკორდი მოხსნა.
ამ წლის 12 იანვარს ატვირთულ ვიდეოკლიპს, დღეს 3 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.
აქედან გამომდინარე, Despacito-მ გაასწრო კლიპს სიმღერაზე See You Again, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ, გაასწრო YouTube-ის ოთხწლიან ლიდერს Gangnam Style-ს. ამჟამად See You Again-ს, 2,99 მილიარდი, ხოლო Gangnam Style-ს - 2,92 მილიარდი ნახვა აქვს.
მომღერალი პაატა თედიაშვილი გადაცემის "ცეკვავენ ვარსკვლავები" შიდა სამზარეულოზე ჟურნალ "სარკესთან" საუბრობს.მისი თქმით, შოუს მესვეურებმა უკვე იციან ვინ რა დროს დატოვებს პროექტს.
"ევროვიზიაზე" ზოგიერთ ქვეყანას რუსეთის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს და სწორედ ამან არ მომცა საშუალება პირველი ადგილი დამეკავებინა, - მიაჩნია რუსეთის წარმომადგენელს სერგეი ლაზარევს, რომელმაც კონკურსზე მესამე ადგილი დაიკავა.
საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე, ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობას იღებს და ქართველებს მხარდაჭერას სთხოვს. ვიდეომიმართვა ევროვიზიის ქართული ფანკლუბის იუთუბის გვერდზე გამოჩნდა.
სულ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, აიზეკ ჰემპსტედ რაიტი, რომელიც ბრან სტარკის როლს ასრულებს, გამოტყდა, როგორ გამოსდის მას ის უსაზღვროდ ღრმა და ყოვლისმცოდნე მზერა, რომლითაც სამთვალა ყორანი ყველაფერს აკვირდება.
ფილმი “Rocketman“-ი, რომელიც ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, ელტონ ჯონის ცხოვრებას და მოღვაწეობას ასახავს, კინოეკრანებზე R შეფასებით გამოვა. R შეფასების მქონე ფილმებს 17 წლამდე ადამიანები ვერ ესწრებიან. ინფორმაცია პორტალმა Collider-მა გაავრცელა.