ჯულია რობერტსი თეთრეულისა და საცურაო კოსტიუმების ბრენდ Calzedonia-ს ახალ სარეკლამო რგოლში გამოჩნდა – ამერიკელმა მსახიობმა 2018 წლის შემოდგომა – ზამთრის კოლექცია წარადგინა.
ზუსტად ნახევარი საუკუნის წინ, 1969 წლის 30 იანვარს, ჯონ ლენონმა, პოლ მაკარტნიმ, ჯორჯ ჰარისონმა და რინგო სტარმა ლონდონში ერთ-ერთი შენობის სახურავზე კონცერტი გამართეს, რომელიც უდიდესი მუსიკალური ჯგუფის ბოლო ცოცხალი შესრულება იყო.
ლეგენდარული პოპვარსკვლავის, მაიკლ ჯექსონის ცხოვრებით ინსპირირებული მიუზიკლის Don’t Stop ‘Til You Get Enough პრემიერა ჩიკაგოში, 29 ოქტომბერს შედგება. 2020 წელს კი წარმოდგენა ნიუ იორკში, ბროდვეის სცენაზე გადაინაცვლებს. მიუზიკლის სცენარზე პულიცერის პრემიის ლაურეატი ლინ ნოთეჯი მუშაობს, ნამუშევრის ქორეოგრაფიაზე კი ტონის დაჯილდოების გამარჯვებული ქრისტოფერ ვილდონი.
ახლახანს იაპონურმა "Vogue"-მ ყაზბეგში რამდენიმე ცნობილი ბრენდისთვის ფოტოები გადაიღო. „Prada“-ს, „Dior“-ის, „Chanel“-ისა და „Givenchy“-ის სამოსში ჩაცმული მოდელები გამოცემამ სწორედ საქართველოს მთიან დასახლებაში გადაიღო. ინფორმაციას "ფორტუნა" ავრცელებს.
კევინ სპეისის სექსუალური ძალადობის ბრალი წარუდგინეს. ჰოლივუდის ვარსკვლავს მასაჩუსეტსის შტატის ერთ-ერთ, ბარში 18 წლის მამაკაცზე ძალადობა ბრალდება. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ინციდენტი 2 წლის წინ მოხდა. ეს უკვე მეორე ბრალდებაა კევინ სპეისისთვის.