ახლახანს იაპონურმა "Vogue"-მ ყაზბეგში რამდენიმე ცნობილი ბრენდისთვის ფოტოები გადაიღო. „Prada“-ს, „Dior“-ის, „Chanel“-ისა და „Givenchy“-ის სამოსში ჩაცმული მოდელები გამოცემამ სწორედ საქართველოს მთიან დასახლებაში გადაიღო. ინფორმაციას "ფორტუნა" ავრცელებს.
კევინ სპეისის სექსუალური ძალადობის ბრალი წარუდგინეს. ჰოლივუდის ვარსკვლავს მასაჩუსეტსის შტატის ერთ-ერთ, ბარში 18 წლის მამაკაცზე ძალადობა ბრალდება. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ინციდენტი 2 წლის წინ მოხდა. ეს უკვე მეორე ბრალდებაა კევინ სპეისისთვის.
დემნა გვასალიას სამოსი ამჯერად სამხრეთკორეული ჯგუფის, EXO-ს წევრებმა მოირგეს. ერთ-ერთ კონცერტზე მომღერლები გამოჩნდნენ მაისურებით, რომლებზე ქართულენოვანი წარწერები იყო.
29-30 დეკემბერს, ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ნაწილში საახალწლო ბაზრობა მოეწყობა, რომელიც ორი დღის განმავლობაში დისნეის ზღაპრული სამყაროს გაცოცხლების ადგილად გარდაიქცევა. საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით გაფორმებულ ბულვარში სახალწლო განწყობა დილიდან შეიქმნება.
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი - მიშელ ობამა გუშინ, საკუთარი წიგნის Becoming-ის მორიგ პრეზენტაციაზე გამოჩნდა. ღონისძიება ბრუკლინში გაიმართა და 54 წლის ქალბატონმა მისთვის Balenciaga-ს ყვითელი მომხიბლავი კაბა შეარჩია.
ჯგუფი Spice Girls ევროპულ ტურნეს აანონსებს. 10-წლიანი პაუზის შემდეგ ჯგუფი კონცერტებს სხვადასხვა ქვეყნაში გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
23 ნოემბერს, გიორგობას, "თბილისი ივენთ ჰოლი" ნიაზ დიასამიძესა და "33 ა"-ს მასპინძლობს, ამ ბოლო დროს ნიაზი თავის მსმენელებს თბილისშიც და მის ფარგლებს გარეთაც ანებივრებდა მუსიკალური საღამოებით და როგორც ჩანს, კიდევ ერთი კონცერტის გამართვა გადაწყვიტა.