შოუბიზნესი
ნიუ-მექსიკოს შტატის ხელისუფლება ობიექტურ გამოძიებას აწარმოებს იმის დასადგენად, თუ რა მოხდა ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე, - განაცხადა სანტა ფეს ოლქის შერიფმა, ადან მენდოსამ.
20:56 / 27.10.2021
 
ალეკ ბოლდუინის მიერ გადასაღებ მოედანზე დაჭრილი რეჟისორი პირველ განცხადებას ავრცელებს. ჯოელ სოუზას თქმით, იგი მეგობრისა და კოლეგის გარდაცვალებით განადგურებულია.
16:38 / 24.10.2021
 
სიტყვები არ მყოფნის, რათა ჩემი შოკი და მწუხარება გადმოვცე ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელმაც ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეიწირა, - ასე ეხმაურება ალეკ ბოლდუინი ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას.
20:50 / 22.10.2021
 
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელი, ჰეილი ბიბერი, რომელიც მომღერალ ჯასტინ ბიბერის მეუღლე გახლავთ, ანუკი არეშიძის დიზაინით შექმნილ ორეულზე აკეთებს არჩევანს.
21:00 / 18.10.2021
 
კორეული "კალმარის თამაში" ნეტფლიქსის ყველაზე პოპულარულ შოუდ დასახელდა. BBC-ს ინფორმაციით, დრამას პირველ 28 დღეში 111-მა მილიონმა მომხმარებელმა უყურა.
19:06 / 13.10.2021
 
YouTube-მა ამერიკელი მომღერლის, რობერტ სილვესტრ კელის, იგივე R. Kelly-ის არხები წაშალა, რომელიც რეკეტსა და ადამიანებით ვაჭრობაში დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას Reuter ავრცელებს.
19:24 / 07.10.2021
 
როგორც ჩანს, ანჯელინა ჯოლის ცხოვრებაში კრიტიკულმა პერიოდმა ჩაიარა. 46 წლის მსახიობი სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება გლამურული ჟურნალების გარეკანზე. ასევე ის არაერთ კინოპროექტშიც იღებს მონაწილეობას და რა თქმა უნდა ქველმოქმედებაშიც აქტიურადაა ჩართული.
19:19 / 06.10.2021
 
54 წლის ამერიკელი მუსიკოსი R. Kelly დამნაშავედ ცნეს. საქმე ეხება უმძიმეს მუხლებს, რაც ადამიანებით ვაჭრობასა და არასრულწლოვანებთან სექსუალური კავშირის იძულებით დამყარებას გულისხმობს. გუშინ ნიუ-იორკის მსაჯულთა კოლეგიამ მომღერალი ოფიციალურად ცნო დამნაშავედ. ნიუ-იორკის ფედერალური ბიურო მუსიკოსს 13 პუნქტში ედავებოდა და მსაჯულთა კოლეგიამ ყველა პუნქტით გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. აქვე საუბარია ფულის გამოძალვაზე, ადამიანებით ვაჭრობაზე, სექსუალურ ექსპლუატაციასა და სხვა უმძიმეს ბრალდებებზე.
21:49 / 28.09.2021
 
ანჯელინა ჯოლის და The Weeknd-ის რომანი პრაქტიკულად დადასტურდა. 46 წლის ჯოლი და 31 წლის მუსიკოსი, რომლის ნამდვილი სახელია აბელა ტესფაიე, პაპარაცებმა პაემანზე გადაიღეს. ანჯელინამ და The Weeknd-მა სანტა-მონიკაში მდებარე იტალიურ რესტორანში ორ საათზე მეტხანს დაჰყვეს.
21:42 / 27.09.2021
 
მონაკოს პრინცი ალბერტ მეორე Planetary Health-ის გალა შეხვედრაზე ამერიკელ მსახიობ შერონ სტოუნთან ერთად გამოჩნდა. ამის შესახებ Paris Match წერს.
19:18 / 25.09.2021
 
კალენდარი
×