„სახე, რომელიც მხოლოდ დედას შეიძლება უყვარდეს: შემზარავი ფოტო გვაჩვენებს, როგორ გამოიყურება ჭიანჭველა ახლოდან“, - ამ სათაურით გამოაქვეყნა CNN-მა ფოტო, რომელიც კონკურსის, Nikon's Small World Photomicrography Competition-ის გამარჯვებული გახდა.
ფოტო ასობით სხვა ნამუშევარს შორის აარჩიეს. მისი ავტორი ლიეტუველი ფოტოგრაფია (Eugenijus Kavaliauskas).
2022 წლის კონკურსზე ჟიურიმ, 72 ქვეყნიდან, თითქმის 1 300 ფოტო მიიღო.