კორპორაცია Amazon-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, თანამშრომლების ოფისებში დაბრუნება 2022 წლის 3 იანვრამდე გადაიდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამის მიზეზი მსოფლიოში COVID-19–ის შემთხვევების განახლებული ზრდაა.
კომპანია ადრე იმედოვნებდა, რომ თანამშრომლებს ოფისებში სექტემბრის დასაწყისიდან დააბრუნებდა.
”ჩვენ გავაგრძელებთ რეგიონალური ხელისუფლების მითითებებს და ვიმუშავებთ ჯანდაცვის ორგანიზაციებთან, მოვისმენთ რჩევებს და მითითებებს, შევქმნით უსაფრთხო სამუშაო გარემოს ჩვენი გუნდებისთვის”, – ნათქვამია Amazon-ის განცხადებაში.