ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში საუბრისას განმარტა, თუ როგორ უნდა გავიკეთოთ სატურაციის აპარატი.
„თითი თბილი უნდა იყოს, გაზომვის დროს არ უნდა ვიმოძრაოთ და ფრჩხილზე ლაქი არ უნდა გვესვას, რადგან შეიძლება, ცდომილება მოგვცეს. რომელ თითზე გავიკეთებთ სატურაციის აპარატს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ის თითზე მჭიდროდ იყოს მორგებული“ - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
სატურაციის აპარატი პულსისა და სისხლში ჟანგბადის შემცველობის საზომი მოწყობილობაა.