მოდური ჟურნალი Vogue-ის რედაქტორებმა 2020 წლის ყველაზე მოდური ტრენდები დაასახელა. შესაბამისი მასალა ჟურნალის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
გამოცემის ინფორმაციით, Google-ს საძიებო სისტემაში ყველაზე პოპულარულია ფრაზა casual fashion trends (მოდური ტერენდები ყოველდღიური მოხმარებისთვის). ეს იმით აიხსნება, რომ თვითიზაოლაციის რეჟიმში, რომელიც კორნავირუსის პანდემიის გამო ამოქმედდა, ტანსაცმლის არჩევის დროს ადამიანების მთავარი მოთხოვნა კომფორტი გახდა.
გამოცემის ცნობით, მოთხოვნა გაიზარდა ბრენდ Juicy Couture-ის სპორტულ ტანსაცმელზე და Dr. Martens-ის ბათინკებზე.
ამის გარდა მომხმარებელი ხშირად ეძებდა Covid fashion trends-ს. შეზღუდვების ფონზე, ადამიანებს სურვილი ჰქონდათ, რომ სახლში ყოფნისას მიმზიდველად გამოიყურებოდნენ.
ყველაზე პოპულარული ტრენდების ხუთეულში მოხვდა კლასიკური კოსტუმები, რადგან ბევრი ადამიანი დისტანციურად მუშაობდა და საქმიან შეხვედრებს ონლაინ მართავდა.