მეგან მარკლმა მისი და მისი მეუღლის, პრინცი ჰარის სამეფო ოჯახიდან წასვლის ნამდვილი მიზეზი გაასახელა. ვიდეომიმართვის შესახებ გამოცემა Daily Star-ი წერს.
„ინტუიცია ყოველთვის გიკარნახებთ, რა არის სწორი და რა – არასწორი. რა სამართლიანია და რა უსამართლო. ჩემთვის ყველაზე რთული საკუთარი პრინციპების ქმედებებით დამტკიცება იყო.
ცვლილებები, რომლებისკენაც თქვენ მიისწრაფვით, ყოველდღიურად არ ხდება. თუმცა, როდესაც უკან მოიხედავთ, დამიჯერეთ, თქვენ დაინახავთ, რომ თითოეული ნაბიჯი მიზანთან გაახლოვებთ“, – განაცხადა 38 წლის მეგანმა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი უფლებების დაცვა.
„ნეგატიური შეფასებები ყოველთვის იქნება, ზოგჯერ ისინი საკმაოდ ხმამაღალი და მტკივნეულია, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, ამ შეფასებების ჩასახშობად შინაგანი ხმა გამოიყენოთ.
ეს შეფასებები – გარე ხმაურია, თქვენი შინაგანი ხმა კი სიმართლეს ამბობს“, – აღნიშნა სასექსის ჰერცოგინიამ.
2020 წლის 8 იანვარს, მეგანმა და ჰარიმ გაავრცელეს განცხადება რომ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების სტატუსს ტოვებენ. ისინი საცხოვრებლად კანადაში გადავიდნენ.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ტიტულებით აღარ სარგებლობენ. თუმცა სასექსის ჰერცოგად და ჰერცოგინიად დარჩნენ.