2020 წლის 14 დეკემბერს , თბილისის დროით 20 საათსა 13 წუთზე, ახალმთვარეობაზე გვექნება მზის სრული დაბნელება , მშვილდოსნის ნიშანში. წლევანდელი წელი გულუხვი იყო დაბნელებებით და გილოცავთ, წელს ეს დაბნელება ბოლოა, მეექვსე. 30 ნოემბერს გვქონდა მთვარის დაბნელება , 14 დეკემბერს სრულდება ე.წ. დაბნელებების დერეფანი, რომელიც, როგორც წესი, გამოირჩევა ცხოვრებისეული გამოცდებითა და ფატალური შემთხვევებით. ყველაფერი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია, ზოგმა დერეფანი შეიძლება მსუბუქად გაიარა, ზოგმა ვერა. სხვათა შორის, მზის დაბნელება საუკეთესო დროა, რათა გათავისუფლდეთ ფსიქოლოგიური წნეხისა და სოციალური დამოკიდებულებისგან. ნებისმიერი საქმე, რაც დაბნელებების დერეფანში იწყება, რთულად მიმდინარეობს. გირჩევთ, შეძლებისდაგვარად მხოლოდ დაასრულოთ დაწყებული პროექტები, შეასრულეთ ყოველდღიური ვალდებულებები და არ დაიწყოთ არაფერი ახალი. თუმცა, უკვე 17 დეკემბრიდან შეძლებთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმებას და ძვირად ღირებული ნივთების შეძენას.