მედია: Apple-ი დამატებით 8 მილიონ iPhone 11-ს დაამზადებს
მედია: Apple-ი დამატებით 8 მილიონ iPhone 11-ს დაამზადებს
კატეგორიის სხვა სიახლეები
საბერძნეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმე, რომლის თავდაპირველ ვერსიაში საქართველოს მოქალაქეც ფიგურირებდა, კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ბერძენი პილოტი, რომელიც ცოლის მკვლელობაში სხვებს ადანაშაულებდა, 20 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
14:05 / 20.06.2021
მეგან მარკლის მამა, ტომას მარკლიმ გადაცემას „60 წუთი ავსტრალია“ დიდი ინტერვიუ მისცა. 76 წლის მარკლიმ კიდევ ერთხელ საჯაროდ მოუხადა ბოდიში შვილს და მას პატარა ლილიბეთის დაბადება მიულოცა.
18:58 / 16.06.2021
ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად სულ უფრო მეტი საუბარი დაიწყო იმ ქვეყნებზე, სადაც დასასვენებლად გამგზავრებაა შესაძლებელი. სამოგზაუროდ საზღვრების გახსნაზე მოლაპარაკება აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს შორის, ასევე ევროპულ ქვეყნებთან მიმდინარეობს. ამის შესახებ euronews იუწყება.
11:50 / 15.06.2021
მაიკლ პაკარდი უკვე 40 წელზე მეტია რაც მასაჩუსეტის ნახევარკუნძულ კეიპ-კოდზე დაივინგით არის დაკავებული. ის კიბორჩხალებზე ნადირობს.
10:42 / 13.06.2021
პანდემიის ფონზე, საქართველო ტურისტული სეზონისთვის ემზადება - ქვეყანაში უკვე ელოდებიან ვიზიტორებს სხვადასხვა სახელმწიფოდან.
23:00 / 12.06.2021
სანამ მსოფლიო ლიდერები დიდი შვიდეულის სამიტზე იმყოფებიან, ქვეყნის პირველი ქალბატონები განმუხტვას სხვადასხვა გზით ცდილობენ. მაგალითად ამერიკის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი და ბრიტანეთის პრემიერის ცოლი, ქერი ჯონსონი პაპარაცებმა სანაპიროზე გადაიღეს. ქალბატონები პლაჟზე ბორის ჯონსონის ვაჟს ეთამაშებოდნენ.
11:26 / 12.06.2021
სულ რამდენიმე დღეა, რაც სოციალურ ქსელში კამპანია “გავუშვათ ნუცა Hollywood-ში” დაიწყო და მოწოდებაც ვირუსულად ვრცელდება. ამის პარალელურად ჩნდება კითხვა, ვინ არის ნუცა?! “პრაიმტაიმი” მომავალ მსახიობს დაუკავშირდა და ახლა, ამ სტატიიდან „ჰოლივუდელ ნუცას“ გაიცნობთ.

ის 19 წლისაა და მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. საქართველოში დაწუნებულს ამერიკის მსახიობთან ცნობილმა აკადემიამ The American Academy of Dramatic Arts – მა ზუსტად სამ დღეში საოცნებო პასუხი წერილობით აცნობა, ისინი ქართველ გოგოს სტუდენტობას ულოცავდნენ… ნუცას გეგმები დიდი აქვს – ბავშვობის დროინდელი ოცნების ახდენას არც თუ ისე სოლიდური თანხა სჭირდება, რომელიც თავად მომავალ მსახიობს არ აქვს. მეგობრებმა ურჩიეს, რომ სოციალურ ქსელში მხარდამჭერი კამპანია წამოეწყო და დაიწყო კიდეც…


“მე 19 წლის ნუცა ქილიფთარი ვარ, ამჟამად, მოდელების სახლ “მატერიაში” ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტად ვმუშაობ, ასევე თსუ-ში ფილოლოგიურზე ვსწავლობ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი სფერო არ არის. ბავშობიდან მსახიობობა მინდოდა, ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი მოწოდება იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ მოუმზადებლად თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება გადავწყვიტე, მაგრამ პირველივე ტურიდან გამოვვარდი, ერთი-ორ დღიანი სევდა მქონდა, მაგრამ მაინც არ დავნებდი.

აქაურობაზე გული ამიცრუვდა და საზღვარგარეთ უნივერსიტეტების ძებნა დავიწყე, ხან იტალიაზე ვფიქრობდი, ხან – გერმანიაზე. ბოლოს, ამერიკაზე შევჩერდი და გადავწყვიტე საბუთები იმ აკადემიაში გამეგზავნა, სადაც ჩემი საყვარელი მსახიობი Sarah Paulson-ი სწავლობდა.

7 თვე მხოლოდ საბუთებს ვამზადებდი, სკოლიდან დახასიათებებიც კი მჭირდებოდა, მერე ბიუროკრატიული პროცედურები იყო და როგორც იქნა მოსმენა დამინიშნეს, ეს 3 მაისს იყო. მოსმენა კომენდანტის საათს დაემთხვა, ვერსად გავიდოდი და აივნიდან ჩავერთე, მოვამზადე ორი მონოლოგი – დრამატული და კომიკური. თავად კმაყოფილი ვიყავი, ვფიქრობდი, რომ მათაც მოეწონათ, მაგრამ არც იმდენად, რომ ჩამრიცხავდნენ.

მითხრეს, 2-დან 4 კვირამდე პერიოდში გახდება პასუხი ცნობილიო. ველოდებოდი დათქმული ვადის ამოწურვას, თუმცა მესამე დღეს, დილის 6 საათზე ამოუხსნელი მიზეზით გამეღვიძა, ელ-ფოსტა შევამოწმე და დავინახე სიტყვა Congretulation (გილოცავთ), მივხვდი, რომ ჩავირიცხე.დილის 6 საათია, როგორ გინდა, რომ ამ დროს იყვირო, მაგრამ ხომ აუცილებლად უნდა იყვირო? ხოდა ვიყვირე. მშობლები მხარს მიბამდნენ, დედა თავად ოცნებობდა მსახიობობაზე და მითხრა, მე ვერ გავხდი მსახიობი, იქნებ შენ გახდეო.

მერე საქმე ფინანსებზე მიდგა. ვიცოდი, რომ სწავლების დაფინანსებას დამოუკიდებლად ვერ შევძლებდი და დაფინანსებაზე მიმოწერა დავიწყე. აკადემიას ავუხსენი როგორია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, ამის შემდეგ 8 000 დოლარით დამაფინანსეს, თუმცა შესაგროვებელი 32 000 დოლარი დამრჩა.

მერე საქართველოში მიმოწერა დავიწყე, ყველა უწყებას და კერძო პირებს მივწერე, ზოგმა უარი მითხრა, ზოგიც საერთოდ არ გამომხმაურებია. მერე, მეგობრებმა მირჩიეს, სოციალურ ქსელში კამპანია დამეწყო და ასე შემეგროვებინა სწავლისთვის საჭირო თანხა.

მართალია, 32 000 დოლარი მხოლოდ აკადემიის გადასახადია და რა თქმა უნდა, იქ ცხოვრების ხარჯებიც მექნება, მაგრამ ამაზე ხალხის შეწუხებას არ ვაპირებ. თავად ვიზამ რამეს. პირობა დავდე, რომ საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები და ვინც მწერს, რომ მსახიობობაზე ოცნებობენ, მათ გავუზიარო ჩემი პროფესიული გამოცდილება, იქნება ეს უნივერსიტეტის თუ კოლეჯის სახით…

ჯერ კიდევ შოკში ვარ, ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერე, რომ მე მართლა ჩავირიცხე და ვერც კი ვფიქრობ, როგორი იქნება ჩემი ჰოლივუდური პირველი დღეები, ალბათ შოკიდან დიდხანს ვერ გამოვალ. ძალიან მიხარია, რომ ადამიანები მხარდაჭერას გამოხატავენ და ვისაც რამდენი შეუძლია, იმდენს რიცხავენ, ძალიან მახარებს ტელეფონის ზარი, რომელიც მატყობინებს, რომ ვიღაც ჩემი ოცნებების ასახდენად დაიხარჯა.” – ამბობს ნუცა ქილიფთარი.
11:20 / 12.06.2021
სულ მალე ბრიტანეთში „რომან დენსის“ აუქციონზე პრინცესა დაიანას კუთვნილ ავტომობილს გასაყიდად გამოიტანენ. ეს გახლავთ „ფორდ ესკორტი“ , რომელიც პრინცმა ჩარლზმა დაიანას 1981 წელს, ნიშნობაზე საქორწილოდ აჩუქა. მანქანა ფანტასტიკურად გამოიყურება, მისი სალონი ზუსტად ისეთია, როგორიც 80-იანეში და ის არასოდეს შეუღებავთ. მანქანას აქვს თილისმაც, ვერცხლისფერი ბაყაყი, რომელიც დაიანას დამ, სარა სპენსერმა აჩუქა.
22:28 / 11.06.2021
სამ­ხრეთ აფ­რი­კე­ლი ქალი, რო­მელ­მაც 10 შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა, მსოფ­ლი­ოს რე­კორდსმე­ნი გახ­და. გო­სი­ა­მე თა­მა­რა სი­ტო­ლის ქმა­რი ამ­ბობს, რომ ისი­ნი გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი არი­ან ამ ამ­ბით, რად­გა­ნაც თავ­და­პირ­ვე­ლად იცოდ­ნენ, რომ საშ­ვი­ლოს­ნო­ში რვა ნა­ყო­ფი იყო.
19:12 / 09.06.2021
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა უსაყვარლესი პატარა გოგონას ფოტოებს ავრცელებს. ის 29 კვირის ვადაზე დაიბადა, ანამარიამ ექიმების დახმარებით იბრძოლა და დღეს შესანიშნავი გოგონაა.
19:07 / 09.06.2021
კალენდარი
×