ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტი ქანიე ვესთი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ეწვია. შეხვედრაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, მუსიკოსი ქვეყნის ლიდერს არაერთ საკითხზე ესაუბრა.
► "ქანიე ვესთი პიკასო არ არის" - ლეონარდ კოენის აქამდე გამოუქვეყნებელი ლექსი
► ქანიე ვესთისა და ჯეი ზის ალბომი ჭატცჰ ტჰე თჰრონე 2, სავარაუდოდ, აღარ გამოვა
ოვალურ ოთახში მყოფ ქანიეს წითელი კეპი ეხურა, რომელსაც ტრამპის სლოგანი Mაკე Aმერიცა Gრეატ Aგაინ ეწერა. "ეს ფრაზა თავს სუპერმენად მაგრძნობინებს", - მიმართა მან პრეზიდენტს. თავის მხრივ, ტრამპმა აღნიშნა, რომ რეპერი მისი დიდი ხნის მეგობარია.
გთავაზობთ ქანიეს ციტატებს, რომლებიც შეხვედრაზე გაჟღერდა:
"მე მომწონს ჩრდილოეთ კორეა. თქვენ კი ომი შეაჩერეთ. საპრეზიდენტო ვადის დასაწყისშივე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გადაჭერით".
"ხალხს ჰგონია, რომ, თუ შავკანიანი ხარ, აუცილებლად დემოკრატი უნდა იყო. პრეზიდენტი თუ ცუდად გამოიყურება, ნიშნავს, რომ მთელი ქვეყანა გამოიყურება ცუდად. მე მიყვარს ტრამპი. ის ძალიან კარგი ადამიანია".
"ხალხი ზოგჯერ ამბობს, რომ მოსწავლეებს კონცენტრაციის დეფიციტი აქვთ. სინამდვილეში კი სკოლა მოსაწყენია. სასწავლებელი ვერ გაგართობს ისე, როგორც სმარტფონი."
ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, რამდენად ხედავს ქანიეში მომავალ პრეზიდენტს. "მას ნამდვილად აქვს ამის პოტენციალი", - უპასუხა დონალდმა. "მხოლოდ 2024 წლის შემდეგ", - დაამატა ვესთმა.
ამის გარდა, შეხვედრაზე რეპერმა აშშ-ის პირველ პირს მობილური ტელეფონის საშუალებით თვითმფრინავის დიზაინი აჩვენა, რომელსაც iPlane 1 უწოდა. "ხომალდს Apple ააშენებს. კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი მხოლოდ მას მოიხმარს", - აღნიშნა მუსიკოსმა.
"თავი სუპერმენი მგონია" - ქანიე ვესთი დონალდ ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკის მიუხედავად, ქანიემ ტრამპს მხარი საჯაროდ არაერთხელ დაუჭირა. ბოლო პერიოდში არტისტი კამერების წინაშე ხშირად ჩნდება კეპით, რომელსაც დონალდის სლოგანი აწერია. ამასთან, ალბომის Yე გავრცელებამდე რეპერმა კომპოზიცია Ye vs The Peopleამოუშვა. ჩანაწერში ჩიკაგოელმა შემსრულებელმა ტრამპის მიმართ სიმპათია კიდევ ერთხელ გამოხატა.