პოპულარულმა ამერიკულმა სტრიმინგსერვისმა, Netflix-მა თავისი პირველი რესტორნის გახსნა დააანონსა. Netflix Bites-ი ლოს-ანჯელესში 30 ივნისს გაიხსნება და მას პლატფორმის ცნობილი შოუების, მათ შორის „Chef’s Table“-ის, „Iron Chef“-ის, „Is It Cake?“-ისა და „Drink Masters“-ის შეფ-მზარეულები გაუძღვებიან.
თურქეთში მომხდარი მიწისძვირიდან, 72 საათის შემდეგ მაშველებმა 5 წლის გოგო და დედამისი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„სახე, რომელიც მხოლოდ დედას შეიძლება უყვარდეს: შემზარავი ფოტო გვაჩვენებს, როგორ გამოიყურება ჭიანჭველა ახლოდან“, - ამ სათაურით გამოაქვეყნა CNN-მა ფოტო, რომელიც კონკურსის, Nikon's Small World Photomicrography Competition-ის გამარჯვებული გახდა.
ფრანგი „ადამიანი ობობა“ - ასე მოიხსენიებს BBC 60 წლის ალენ რობერს, რომელიც Tour TotalEnergies-ის 48-სართულიან ცათამბჯენზე უსაფრთხოების თოკებისა და სხვა აღჭურვილობის გარეშე ავიდა.
ლონდონში, დედოფალ ელისაბედ მეორესთან გამოსამშვიდობებლად ათასობით ადამიანი ქუჩაში დგას. დიდი ბრიტანეთის დედოფლის ცხედარი ვესტმინსტერის სასახლეშია დასვენებული და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მასთან დამშვიდობება. მსურველი კი იმდენია, რომ მოქალაქეებს სასახლეში მოსახვედრად 24-საათიან რიგში დგომა უწევთ.
დღეს არაერთი დასავლური გამოცემა ყურადღებას ამახვილებს ბრიტანეთის სამეფო ტახტზე ახლახან ასული მეფე ჩარლზის ჯანმრთელობაზე. ფოტოებზე, რომელიც გავრცელდა, კარგად ჩანს მეფის შეშუპებული და გაწითლებული თითები, რამაც ექიმები საგონებელში ჩააგდო. გამოცემა „დეილი მეილი“, მეფის შესაძლო პრობლემით დაინტერესდა და აზრი ექიმებს ჰკითხა.